საია აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შესაძენად

თარიღი: 6 აპრ 2021

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

მომსახურების ობიექტი - ცალკეული სახის კარტრიჯების (ორიგინალი და ასევე არა ორიგინალი): CB435A/CB436A/CE285A; CE278A; 2612A; CF283X/CRG337; 05A; Canon-052; CF226A; CE255A შეძენა/დამუხტვა;

დამატებითი მოთხოვნები:

1. კარტრიჯი უნდა იყოს შეფუთული ტრანსპორტირების დროს დაზიანებისაგან და ნესტისაგან დასაცავად.

2. კარტრიჯები უნდა იყოს მარკირებული

3. წუნდებული კარტრიჯების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის 2%-ს.

4. აღმოჩენილი ნაკლი უნდა გამოსწორდეს კონტრაქტორის ხარჯებით და ძალებით.

5. კარტრიჯების დამუხტვა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის მოწყობილობებით, საამქროში უნდა იყოს შესაბამისიპირობები.

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივადხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქსელური მაღაზიების არსებობის შემთხვევაში თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ბათუმში საიას ოფისების შესაბამის მისამართებზეც).

საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში კარტრიჯის ერთეულის შეძენისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

იხილეთ ფაილი

კარტრიჯის დამუხტვის ფასში, ზემოაღნიშნულთან ერთად უნდა იყოს ფიქსირებული და მასში გათვალისწინებული უნდაიყოს კარტრიჯის სრული აღდგენა, რაც ტონერის ფხვნილის შევსების გარდა გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაზიანებული დეტალის გამოცვლას ( ფოტოდოლი, მაგნიტური ლილვი, PCR რეზინის ლილვი, გამწმენდი რაკელი, დოზირების რაკელი, ჩიპი, კორპუსი).

წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს ერთი წლის განმავლობაში და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლაშესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).

ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეულიმოწოდების/მომსახურების მიხედვით, დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.

ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტებისა და მიღება–ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაციაელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე gkiphiani@gyla.ge.

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);

ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;

საია უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აპრილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)

ფაქსი: (995 32) 2923211

Email: gkiphiani@gyla.ge

Web: www.gyla.ge