ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

თარიღი: 20 აგვ 2018

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვით:

- ავტობუსი (მინიმალური-28 და მაქსიმალური-45 ადგილიანი)

- მიკროავტობუსი (მინიმალური-14 და მაქსიმალური-20 ადგილიანი)

- მინივენი

- მსუბუქი ავტომობილები ( რაოდენობა-მინიმუმ 20 ავტომობილი)

შემოთავაზებული ავტომანქანები სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ყველა მათგანი უნდა მუშაობდეს ბენზინზე.

- ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განიხილება მხოლოდ 2000 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მანქანების სრული ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 07 05 06-გიორგი ალადაშვილი.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 აგვისტო.