ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.gyla.ge
ტენდერში მონაწილე კომპანია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კომპანიის ავტომანქანები ტექინურად უნდა იყოს გამართული;
- უნდა ყავდეს მოწესრიგებული და პუნქტუალური თანამშრომლები (ოპერატორი,მძღოლი);
- კომპანია უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას;
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:
- დამკვეთის, ან მის მიერ მითითებული პირების გადაადგილება/მომსახურება მითითებული მიმართულებით;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოძახების ადგილზე დროულად მისვლა.
განაცხადის წარდგენა:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
- ფასების დეტალური ცხრილი თბილისის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს შიგნით;
- კილომეტრის ღირებულება;
- ერთი წუთის ღირებულება ლოდინის შემთხვევაში;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- გამოძახების ღირებულება
- ავტომობილების მარკა და გამოშვების თარიღი.
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gkiphiani@gyla.ge,
განცხადების მიღების ბოლო ვადა არის ამა წლის 15 თებერვალი
წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და მომსახურების საფუძველზე.
გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:
გვანცა ყიფიანი 577 07 05 01