საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე

თარიღი: 8 თებ 2013

საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

მართლმსაჯულების ადმინისტრირებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განხორციელება, სხვადასხვა დასკვნების, ანგარიშების წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მომზადება;
სხვადასხვა სახის საკანონმდებლო წინადადებების და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებში, პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება;

საიას სახელით სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება;
წარმატებით ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
შრომის დისციპლინა;
გუნდური მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერთან მუშაობა;
ინგლისური ენის ცოდნა
კონკურსში მუშობის მსურველებმა ასოციაციის თბილისის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. სამოტივაციო წერილი;
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 თებერვლის 18:00 საათი.
დავუკავშირდებით დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება და მიეცემათ წერითი დავალება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ჯ.კახიძის (ყოფილი კრილოვის ქ.) #15, ტელ: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე / თამარ სარაჯიშვილი / თამარ გვარამაძე
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.