საია ასოციაცია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

თარიღი: 5 ოქტ 2020

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

საია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შესაძენად 2020-2021 წლის პერიოდისათვის.

მომსახურების გაწევა და შესაბამისი ანაზღაურება წლის განმავლობაში შერჩეული პირებისაგან მოხდება საჭიროებების შესაბამისად.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ქვემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gyla@gyla.ge;

გთხოვთ საგანში მიუთითოთ „ტენდერი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მოთხოვნები:

- CV;

- უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენის სპეციალობით

- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

- ქართული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება

- სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება

- მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს

ტენდერის ეტაპები

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

ტენდერში მონაწილე შესრულებული ნამუშევრების და წარმოდგენილი ფასების შესაბამისად მოხდება ტენდერში გამარჯვებული პირების შერჩევა.