საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

თარიღი: 18 აპრ 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.