მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოების ინტერესი ჟურნალისტური გამოძიების მიმართ განსაკუთრებით მაღალია, სამწუხაროდ, ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტები არც ერთი მსხვილი მედიასაშუალების ეთერში აღარ ხვდება. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტიც, რომ 25 სექტემბერს ჩვენებაზე მოწვეული ყველა მედია საშუალებიდან ღონისძიებით მხოლოდ ინტერნეტ ტელევიზია www.itv.ge და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაინტერესდა, თუმცა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ მასალა ეთერში არ გაუშვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სტუდია მონიტორის თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. სტუდიის ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოვლენილ კანონდარღვევებზე არაერთი სიუჟეტი მოუმზადებიათ.
ამჯერად ჩვენი თანამშრომლობა სხვა ეტაპზე გადადის. საია მზადაა დაუთმოს საკუთარი ფართი სტუდია ”მონიტორს” კინოჩვენებების მოსაწყობად და ასევე დაეხმაროს სტუმრების მოწვევის ორგანიზებაში.