საია-ს სტუდენტებმა სკოლებში გაკვეთილი ჩაატარეს

თარიღი: 11 დეკ 2006

12 დეკემბერს 11:30 საათზე საია-ს იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს.

თბილისის 151-ე, 166-ე და მე-6 სკოლებში მოსწავლეები 35 წუთის განმავლობაში ისმენდნენ გაკვეთილს იმის შესახებ თუ რა უფლება აქვს თითოეულ ადამიანს.

ასევე საია-ს რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმა ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც გაუწიეს ორგანიზება მსგავს აქციას.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება ადამაინის უფლებით რათა მეტი ყურადღება მიაქციონ მომავალში მათ დაცვას.