საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

თარიღი: 10 დეკ 2016

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9 ქულა.

სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას, ხოლო გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც მიიღეს მინიმუმ 4 ქულა.

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების სია და გასაუბრების კონკრეტული დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

გასაუბრება გაიმართება 15-16 დეკემბერს, საია-ს სასემინარო დარბაზში.