საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

თარიღი: 23 აპრ 2010

23 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგს საია დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში აწარმოებს. საერთო ჯამში განხორციელებული მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს 36 მუნიციპალიტეტს მოიცავს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მისია დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.