საიამ სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მიმართა

თარიღი: 19 ნოე 2018

საიამ პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავარ პროკურატურას ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლის მიზნით.

ინიციატივის თანახმად, „შავ სიაში“ მყოფ 600 000-მდე ადამიანს 1.5 მილიარდი ლარის დავალიანება „ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით გაუნულდება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადებით, განულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ეს პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდება და შესაბამისად, 600 000-მდე მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება,[1] მათ შორის, თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველის მიერ აღებულ სამომხმარებლო სესხებს, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. ეს სესხები, რეალურად, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების 95%-ს შეადგენს, რაც სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობიდან მათ ჩამოშორებას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი, იწვევს ჭარბვალიანობას, რაც UNICEF-ის დასკვნის მიხედვითაც, მნიშვნელოვან კავშირშია სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან.

დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში:


[1] https://imedinews.ge/ge/ekonomika/86016/600-000mde-moqalaqes-bankebis-miliardnakhevriani-davalianeba-gaunuldeba