საიამ პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე დასკვნა მოამზადა
თარიღი: 20 სექტ 2009
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა დასკვნა პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს.
საია იმედს გამოთქვამს, რომ გაგრძელდება პროექტზე მუშაობა და ყურადღება მიექცევა დასკვნაში მითითებულ პრობლემატურს საკითხებს.