ტრენინგი ამჯერად, ქუთაისში ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცანით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის მონაწილეებს განემარტათ რა სახის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება არის შესაძლებელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დროს.
ხშირია ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მედია საშუალებების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ.
შეგიძლიათ იხილოთ საიას მიერ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის მომზადებული:
პრაქტიკული სახელმძღვანელოები საჯარო ინფორმაციის მიღებისა და ცილისწამების საკითხთან დაკავშირებით;
როგორ გამოვითხოვოთ საჯაროინფორმაცია პრაქტიკულიგზამკვლევი მედიისწარმომადგენლებისთვის.