საიას ახალი პროექტი - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“

თარიღი: 9 დეკ 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ - პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ხორციელდება შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა";

- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი;

- დემოკრატ ქალთა საზოგადოება;

- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორიცაა:

- უფასო იურიდიული დახმარება;

- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;

- თავშესაფრებში მოთავსება;

- პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

- მსხვერპლთა გაძლიერება (პროფესიული გადამზადების კურსების მეშვეობით);- მოძალადეთათვის ქცევის კორექციაზე დაფუძნებული პროგრამის შემუშავება და მათი დანერგვა პრაქტიკაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.