საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

თარიღი: 16 იან 2014

გაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის ჯგუფში შეირჩა 20 თანაშემწე, ხოლო სისხლის სამართლის ჯგუფში - 8. (იხ. თანდართული დოკუმენტი).

მადლობას ვუხდით იმ 310 მონაწილეს, რომლებმაც საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნის სურვილი გამოთქვა და გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.