საიას ქუთაისის ფილიალი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

თარიღი: 30 მარ 2022

საიას ქუთაისის ფილიალი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურებისგარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორსგადაეცემა სერტიფიკატი.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციულისამართლის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის მე-2 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;

- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაცგანისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე - kutaisi@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი)

- შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) დასკანერებული წესით.

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლისსამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 აპრილი. 18:00 საათი.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების წესით.

გასაუბრების თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გამოქვეყნდება საიას ქუთაისის ფილიალის facebook გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:

- ზაალი გორგიძე (577-07-05-64)

- სალომე სალდაძე (593-69-69-95)

ელ. ფოსტა: z.gorgidze@gyla.ge

ssaldadze@gyla.ge