საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა-სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

თარიღი: 29 ნოე 2016

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.

იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული გაქვთ სისხლის სამართალი, თან იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.