დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ხელთ გეძლევათ, შეიქმნა პროექტის ფარგლებში “ ვიწყებთ: ერთად დისკრიმინაციის წინააღმდეგ” , რეალიზებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ კონსულტაცია მოქალაქეობისთვის/ სამოქალაქო და ადამიანის უფლებების ” ( “ პორადნა ” ) მიერ ქართულ ორგანიზაცია Georgian Young Lawyers ‘ Association-სთან (GYLA) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია გააცნოს ადამიანის უფლებათა დამცველებს და უპირატესად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებებთან ბრძოლის გზები, რომლებშიც “ პორადნა ” ჩეხეთში მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დარწმუნდა და ამით გავზარდოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ტევადობა რომლებიც მუშაობენ თანასწორუფლებიანობის და თანასწორი მოპყრობის უფლებებზე იურიდიული საშუალებებით საქართველოში - საუბარია სწორედ სიტუაციური ტესტინგის მეთოდსა და სტრატეგიული ლიტიგაციის საფუძვლებზე დისკრიმინაციულ შემთხვევებში. პროექტი ემყარება ადრინდელ თანამშრომლობას ბოსნიურ და სერბულ ორგანიზაციებთან, სადაც სიტუაციური ტესტინგის მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და მიგვიყვანა გამარჯვებამდე ძალიან საინტერესო დისკრიმინაციული შემთხვევებში – მაგალითად სერბეთში სხვა მრავალ შემთხვევასთან ერთად დისკრიმინაციული ქმედება აღმოჩნდა ერთ უმსხვილეს ბანკში, რომელმაც ბოშას უარი განუცხადა მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე. საპილოტე სიტუაციური ტესტინგების დაგეგმვასა და რეალიზაციაზე თანამშრომლობამ ასევე ცხადყო ე.წ. თანასწორი მოპყრობის სხეულთან (equality bodies) ვიწრო კოოპერაციის საჭიროება, რომელიც ყოველდღიურად მონაწილეობს პროექტში, ამყარებს მნიშვნელოვან კონტაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეუძლია მიიღოს ინსპირაცია ჩეხური მოდელიდან სადაც ხანგრძლივად შეთანხმებულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველი და რჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც მონიტორინგს უწევენ მათ მიერვე შერჩეული უმცირესობების დისკრიმინაციას.
ეს დამხმარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს აღწეროს სიტუაციური ტესტინგის მეთოდის ძირითადი ასპექტები და მათი გამოყენების მაგალითები არამხოლოდ ჩეხეთში, არამედ ასევე სხვა ქვეყნებშიც. სიტუაციური ტესტინგის მეთოდის გარდა ქვემოთ განხილულია სტრატეგიული ლიტიგაცია, რომელსაც შეუძლია დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის „ გზის გაკვალვა “ სასამართლოში მისი უფლებების დაცვისთვის, ილუსტრირებულია “ პორადნას” მიერ
ჩატარებული კონკრეტული სტრატეგიული ლიტიგაციების მაგალითებზე სადაც საქმე ეხებოდა ოჯახისთვის ბავშვზე მეურვეობის ჩამორთმევასა და ბავშვთა სახლისთვის აღსაზრდელად გადაცემას. სიტუაციური ტესტინგი პირველ რიგში წარმოადგენს დისკრიმინაციის აღმოჩენის საშუალებას, მაგ. მტკიცებულებათა მოპოვება დისკრიმინაციულ ქმედებაზე, რომლებიც შემდეგ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასამართლოშიც, მაგ. ადმინისტრაციული ლიტიგაციის დროს. სასამართლო დავების სტრატეგიული მართვის შემდეგი მიზანია სასამართლო პროცესის საშუალებით ინდივიდუალურ შემთხვევებში გააძლიეროს სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, კანონის გამოყენება და პრობლემების აღქმა საზოგადოებაში.
ამ დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორები ეყრდნობიან საკუთარ გამოცდილებას სიტუაციური ტესტინგისა და სტრატეგიული ლიტიგაციის გამოყენებაში როგორც დისკრიმინაციისგან დაცვის საშუალება ჩეხეთში. დისკრიმინაციისგან დაცვის სპეციალური სამართლებრივი საშუალებები ჩეხური კანონმდებლობისთვის ცნობილია 2009 წლიდან, როცა ძალაში შევიდა კანონი #198/2009 Sb., თანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივ საშუალებებზე (ანტიდისკრიმინაციული კანონი). ამ მომენტიდან მოყოლებული ჩეხური კანონმდებლობა იცნობს სპეციალურ საპროცესო საშუალებას სასამართლო დაცვისთვის, ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ სარჩელს, ადრინდელ პერიოდში დისკრიმინაციისგან დაცვის რეალიზება ხდებოდა პიროვნების დაცვაზე სარჩელის გზით, სადაც დაცვისათვის მთავარი ცნობილი მოთამაშე სწორედ “ პორადნა” იყო (კონსულტაცია მოქალაქეობისთვის/სამოქალაქო და ადამიანის უფლებები). ამ დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემის მომენტში ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული სარჩელი ჩეხეთის საზოგადოებაში, სახელდობრ დისკრიმინაციის მსხვერპლთა მხრიდან ჭარბადაა გამოყენებული და ვერც იმას ვიტყვით, რომ ის ჩეხური იურიდიული საზოგადოების მხრიდან ზოგადად პოზიტიურადაა მიღებული. 2015 წელს სახალხო დამცველმა (ომბუდსმენმა) გამოაქვეყნა დასკვნები კვლევებიდან, რომელიც ეხებოდა დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიდგომას სამართლიანობის მიმართ, კერძოდ დაბრკოლებებისადმი, რომლებიც მსხვერპლებს ხელს უშლის სამართლიანობის მიღწევაში22. ამ კვლევისათვის 2010–2014 წწ. პერიოდში (ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო უწყებების მონაცემების მიხედვით) მთელ ჩეხეთში სასამართლომ განიხილა 38 ანტიდისკრიმინაციული დავა, მათგან 2010 წელს 5, 2011
წელს 2, 2012 წელს 4, 2013 წელს 10, 2014 წელს 17. როგორც ომბუდსმენის კვლევაში აღმოჩნდა, წლიური სტატისტიკური მაჩვენებლები არაზუსტია (არ მოიცავს მთელ რიგ ანტიდისკრიმინაციულ დავებს), ომბუდსმენმა 2015 წელს ყველა საერთო სასამართლოდან მოითხოვა სასამართლო განჩინება დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში 2010–2014 წწ. პერიოდისთვის, კვლევის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოებმა გამოიტანეს 56 განჩინება, სააპელაციო სასამართლოებმა 18 განჩინება, ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა (სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა გადახედვის შესახებ დისკრიმინაციულ ადმინისტრაციულ კანონდარღვევებზე) 14 განჩინება. გაზიარებული დისკრიმინაციული მიზეზები იყო ასაკი, სქესი,
ეთნიკურობა და შეზღუდული შესაძლებლობები. ანტიდისკრიმინაციული სარჩელებიდან სასამართლოებმა სარჩელი დააკმაყოფილეს 6 შემთხვევაში, მხოლოდ 1 შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. მიუხედავად ამისა ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები არასრულია, ზოგიერთმა სასამართლომ მისი მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს პუბლიკაცია დაეხმარება ადამიანის უფლებათა დამცველებს მათ მძიმე ძალისხმევაში საქართველოში თანასწორი მოპყრობის უფლების მიღწევის გაუმჯობესებაში. ამ დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემაში დახმარებისა და მთელი ამ პროექტის რეალიზაციისთვის მადლობას ვუხდით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მხარი დაუჭირა პროექტს პროგრამა ტრანსფორმაციული თანამშრომლობის ჩარჩოებში (Transition Promotion Program 2016).