საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში

თარიღი: 25 ნოე 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. # 15
საკონკურსო მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც დაინტერესებულია მედია სამართლით;
სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეების შესწავლა;
იურიდიული კონსულტაციის გაცემაში მონაწილეობა;
სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. სამოტივაციო წერილი;
3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.
ტელეფონი: 2 95 23 53
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ციმაკურიძე
ტელეფონი: 577 07 05 77; tsimakuridze@gyla.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 9 დეკემბერი, 18:00 საათი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერითი გამოცდის და გასაუბრების გზით