საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლის მომზადებაზე

თარიღი: 23 ივნ 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლის მომზადებაზე:

  • 1. ქალებისთვის საკუთრების შეზღუდული უფლების პრობლემატიკაზე
  • 2. ვიდეო რგოლი უნდა ასახავდეს, ქალთა საკუთრების უფლებებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს.
  • 3. ასევე ვიდეო რგოლი უნდა ემსახურებოდეს, ქალთა ქონებრივი უფლებების დამცავი მექანიზმების შესახებ, საზოგადობრივი ცნობიერების ამაღლებას.

პირობები:

- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამზადოს ვიდეო რგოლი.

- რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);

- რგოლი უნდა იყოს მზად 30 ივლისისთვის

- რგოლის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;

- საია იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში.

- გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.

- დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 5 ივლისის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;

- შესრულებული სამუშაოს ბმულები;

- ამ განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით;

- ამ განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;

- ინფორმაცია ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: pr@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 00 ლევან ქათამაძე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.