საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

თარიღი: 4 დეკ 2012

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები)
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
1. განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს;
2. ავტობიოგრაფია (cv);
3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი (კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, თუ რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება);
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
თანაშემწეთა მოვალეობაში შედის:
1. იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების დაფიქსირება;
2. სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
3. საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
4. ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება;
საბუთების მიღების ვადაა 2012 წლის 20 ნოემბრიდან 07 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა.
(თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა თქვენს მიერ მითითებული სამართლის დარგის შესაბამისად _ სისხლის სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები ამოხსნიან ერთ კაზუსს, რომელიც შედგენილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო, სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები, ამოხსნიან ორ კაზუსს, რომელთაგან ერთი იქნება შედგენილი სამოქალაქო სამართლის კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო მეორე - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით. წერითი გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 18 დეკემბერს 12 საათზე, საიას სემინარების დარბაზში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კოდექსები თან იქონიეთ).
2. მეორე ეტაპი - გასაუბრება.
წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით გასაუბრებაზე, სადაც ასევე, შემოწმდება საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. (ყოფილი კრილოვის) #15
ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01