საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

თარიღი: 2 დეკ 2013

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მონაწილე კანდიდატების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით პირველი ეტაპი - კაზუსების ამოხსნა გაიმართება რამდენიმე ნაკადად.

გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

ყველა კანდიდატს ვთხოვთ, თან იქონიოს:

სამოქალაქო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ხოლო იმ კანდიდატებს, რომლებსაც მითითებული აქვს ინტერესის სფეროდ სისხლის სამართალი თან იქონიონ სისხლის მატერიალური და საპროცესო კოდექსები.