საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებები ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით

თარიღი: 27 აგვ 2010

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ 23 აგვისტოს წარმოდგენილი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საბჭოს 30 აგვისტოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, შედგება 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან. მასში გათვალისწინებული საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობთ, არაა საკმარისი საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ვფიქრობთ, საკითხების სოლიდური ნაწილი სამოქმედო გეგმის მიღმაა დარჩენილი.