სასამართლო სისტემის მონიტორინგი

თარიღი: 13 სექტ 2021

პროექტის სახელი: სასამართლო სისტემის მონიტორინგი

- 1 სექტემბერი, 2021 – 1 დეკემბერი, 2022

- 247 244 ლარი

- Netherlands Embassy in Georgia

- პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმებს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.

- მართლმსაჯულების განხორციელებაზე მინიტორინგის მეშვეობით, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიკაცია სასამართლო სისტემაში და ამ პრობლემების გადაჭრის გზები შეიმუშაოს;

- დიდ ხუთ საქალაქო სასამართლოზე განახორციელოს მონიტორინგი და მისი შეფასება;

- მართლმსაჯულების განხორციელების გაუმჯობესება;

- აამაღლოს ხალხის ცნობიერება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გააჩინოს მის მიმართ ნდობა.

- მართლმსაჯულების სისტემაში უშუალოდ ჩართულ ორგანიზაციებთან და უწყებებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მოსალოდნელი შედეგები:

- დაგეგმილი აქტივოები მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს საქართველოში.

მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე საია შექმნის რეკომენდაციების კომპლექსს კანონმდებლობის სხვადასხვა ნაწილზე და მხარს დაუჭერს კანონში განსახორციელებელ შესაძლო ცვლილებებს.