სასამართლომ პირის სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენაზე უარი დაუსაბუთებლად მიიჩნია

თარიღი: 3 ოქტ 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა დ.მ.-ს ინტერესებს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს კომისიის აქტებით უარი ეთქვა სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენაზე. მიღებული უარი დ.მ.-მ საია-ს დახმარებით სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მას კანდიდატად წარდგენაზე უარი დაუსაბუთებლად ეთქვა. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ხელახლა იმსჯელოს დ.მ.-ს საკითხზე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.