საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით

თარიღი: 20 ივლ 2015

პროექტის სახელწოდება: საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით
პროექტის ხანგრძლივობა: თებერვალი, 2015 - თებერვალი, 2016
დონორი: ჰოლანდიის მთავრობა
ბიუჯეტი: 91 568.00 €
მიზანი: სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას შორის ცნობიერების ამაღლება ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრობლემის სიღრმისეული გააზრებისა და აღმოფხვრის მიზნით (გამომწვევი მიზეზების, პრობლემის არსისა და მასშტაბების სიღრმისეული ანალიზი).