ტენდერი სარეკლამო სტიკერების მომზადებასა და გაკვრის უზრუნველყოფაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში

თარიღი: 29 ნოე 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის სარეკლამო სტიკერებზე:

  1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.

პირობები:

- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სტიკერის დიზაინი;

- უზრუნველყოს სტიკერების ბეჭდვა;

- უზრუნველყოს სტიკერების გაკვრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კერძოდ, თბილისის მეტროსადგურებში, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში ავტობუსებზე;

- აღნიშნული მასალის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;

- განმცხადებელი იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი მასალის დაზუსტება/შეცვლაში;

- გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 20 დეკემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

A. ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

B. შესრულებული სამუშაოს ნიმუშები;

C. ამ განცხადებაში მითითებული მასალის შექმნისა და განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი;

D. ინფორმაცია მასალის დამზადებისა და გაკვრისათვის საჭირო ვადების შესახებ.

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: chikhladze@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 21 ნინო ჩიხლაძე.

გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში: „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.