ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

თარიღი: 9 აგვ 2024

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვით:

ავტობუსი (მინიმალური - 28 და მაქსიმალური - 45 ადგილიანი)

მიკროავტობუსი (მინიმალური -14 და მაქსიმალური - 20 ადგილიანი)

მინივენი

მსუბუქი ავტომობილები : რაოდენობა-200 ავტომობილი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ (მათი გადაადგილება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში).

შემოთავაზებული ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ. დათვალიერება.

- ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განიხილება მხოლოდ 2005 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მანქანების სრულიტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე (როგორც დღგ-ს ჩათვლით, ასევე დღგ-ს გარეშე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gyla.ge.

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აგვისტო.