რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

თარიღი: 25 აპრ 2024

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს;

2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;

3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.

სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.

ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება

ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.


  1. Ad Hoc რეაგირების ცენტრი
  2. Gundelik
  3. ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
  4. SDG Generation
  5. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
  6. ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი”
  7. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  8. ა(ა)იპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი
  9. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
  10. ა(ა)იპ ნეოგენი
  11. ა(ა)იპ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
  12. ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
  13. ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
  14. ააიპ ” Start now”
  15. ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია
  16. ააიპ ურბანული განვითარების ინსტიტუტი
  17. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  18. ალიქ მედია ჯორჯია
  19. არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებების და განათლებისთვის
  20. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
  21. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
  22. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  23. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI
  24. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაცია – აირა
  25. ახალგაზრდული პლატფორმა – WE’TALK
  26. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  27. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  28. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  29. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები
  30. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  31. ბიტისი
  32. გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
  33. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  34. განათლების კოალიცია
  35. განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია – ADESI
  36. განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
  37. გერგარტი
  38. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  39. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  40. დემოკრატ მესხთა კავშირი
  41. დემოკრატიის ინსტიტუტი
  42. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  43. დემოკრატიის მცველები
  44. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  45. ევროპის ფონდი
  46. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  47. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  48. ვი2თექ ჯორჯია
  49. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  50. თავისუფალი ასოციაცია
  51. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  52. თბილისი პრაიდი
  53. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  54. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  55. თოლისკური
  56. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  57. ინდიგო
  58. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
  59. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  60. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  61. ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
  62. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)
  63. კავკასიური დიალოგი
  64. კავშირი საფარი
  65. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
  66. კოგნიტიო
  67. კომლი
  68. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
  69. კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
  70. კრეატიული განვითარების ცენტრი
  71. ლომეკი
  72. მართმსაჯულების განვითარების ცენტი
  73. მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
  74. მედიაომბუდსმენი
  75. მედიაომბუდსმენი
  76. მედიის ინსტიტუტი
  77. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  78. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება
  79. მირაბალდები
  80. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  81. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  82. მომხმარებელთა უფლებების ცენტრი
  83. მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
  84. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
  85. მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
  86. მშობლები განათლებისთვის
  87. მწვანე ალტერნატივა
  88. მწვანე სექტორი
  89. მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
  90. ნაამბობი
  91. ონალაინ-გამოცემა „პუბლიკა”
  92. ორბელიანი საქართველო
  93. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  94. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  95. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
  96. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  97. პლატფორმა სალამი
  98. პრევენცია პროგრესისთვის
  99. პროიუზ საქართველო
  100. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  101. რადიო ნორ
  102. რადიოკომპანია ძველი ქალაქი
  103. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  104. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
  105. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  106. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  107. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
  108. საზოგადოება და ბანკები
  109. საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
  110. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  111. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  112. სათემო განვითრების ცენტრი
  113. სათემო კავშირი ჰერეთი
  114. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
  115. საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
  116. საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
  117. საინიციტივო ჯგუფი-„ჩვენი კლუბი“
  118. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  119. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA)
  120. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  121. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  122. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი
  123. სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი CDMC
  124. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  125. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  126. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  127. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  128. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  129. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი
  130. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  131. საორსა
  132. საუნჯე
  133. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  134. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
  135. საქართველოს ამბები / მთის ამბები
  136. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  137. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  138. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  139. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  140. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  141. საქართველოს ევროპული ორბიტა
  142. საქართველოს მედია-კლუბი
  143. საქართველოს მომავლის აკადემია
  144. საქართველოს პენცენტრი
  145. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  146. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  147. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
  148. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  149. საქართველოს უდიები
  150. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  151. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  152. საქართველოს შეფასების საზოგადოება
  153. სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
  154. სოლიდარობის თემი
  155. სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
  156. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  157. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  158. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  159. სოციალური საწარმო “გუმბათი”
  160. სოციალური სივრცე ეზოტოპია
  161. სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
  162. ტელეკომპანია “ლტვ”
  163. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  164. უფლებები საქართველო
  165. ფემეა
  166. ფემინა
  167. ფენიქსი 2009
  168. ფოლკლორული საქართველო
  169. ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი”
  170. ფორსეტი
  171. ფსიქოლოგიის სახლი
  172. ქალები თავისუფლებისთვის
  173. ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
  174. ქალთა ასოციაცია გვირილა
  175. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  176. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
  177. ქალთა ფონდი საქართველოში
  178. ქალი და განვითარება
  179. ქართული მედია ჯგუფი
  180. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  181. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  182. ღია სივრცე კავკასია (COS)
  183. ყვარლის ევროკლუბი
  184. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
  185. შშმ ქალთა ალიანსი
  186. ჩემი ხარაგაული
  187. ჩვენ განათლებისთვის
  188. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  189. ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი “პარტნიორები-საქართველო”
  190. ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
  191. ცოდნის კაფე
  192. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
  193. წერტილი
  194. წითელი ხიდი
  195. ჭავჭავაძის ცენტრი
  196. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”
  197. ჯანსაღი მომავალისთვის
  198. ჯგუფი ბულიონი ( მხატვრების გაერთიანება )