USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო

თარიღი: 11 ივლ 2023

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ დაიწყო ახალი პროექტი - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის დასავლეთ საქართველოს კომპონენტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 7 მინიციპალიტეტში განახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტრა ასოციაციამ წარმოადგინა საქართველოს 9 საკრებულოში ჩატარებული კვლევის შედეგები:

- თბილისი,

- ბათუმი,

- ზუგდიდი,

- ოზურგეთი,

- ქუთაისი,

- გორი,

- დუშეთი,

- რუსთავი,

- თელავი.

კვლევის მიზანი საზედამხედველო ფუნქციების და მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზი იყო.

იხილეთ კვლევა ➡ https://shorturl.at/iCGV6

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.