ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გასართობ გადაცემაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა დაადგინა

თარიღი: 27 იან 2020

2020 წლის 25 იანვარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „გვიანი SHOW" დისკრიმინაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის პრინციპების დარღვევა დაადგინა.

აღნიშნული საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან ქარტიამ პირველად იმსჯელა გასართობ გადაცემაში ფარული კამერის გამოყენებასა და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის) პრინციპის დარღვევაზე.

განმცხადებლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.