- საიასათვის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი ზემოქმედების განხორციელების საფრთხის შემცველ ტენდენციას, რაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტები სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები არიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ საჯარო განცხადებაც გაავრცელა. აგრეთვე, განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.
- საიას მონიტორებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა ერთ-ერთი ა(ა)იპ სამსახურის ყველა თანამშრომელს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 10-10 მხარდამჭერი ამომრჩევლის მიყვანა, ხოლო მანამდე კი ამ ადამიანების პირადობის მოწმობების ასლების მიტანა დაავალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ საჯარო განცხადებაც გაავრცელა. აგრეთვე, განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.