სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა / 2016-11-09 13:55:00

დასრულებული

მიზანი: ოჯახში და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ცნობიერების ამაღლება.

ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის შემცირების ხელშეწყობა საქართველოში / 2016-11-09 13:57:04

დასრულებული

პროექტის სახელწოდება: ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის შემცირების ხელშეწყობა საქართველოში

(Supporting Elimination of Domestic Violence (DV) and Gender-Based Violence (GBV) in Georgia)

 

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე / 2016-11-10 18:14:37

ახალი ამბები

29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება / 2016-11-12 18:26:36

ახალი ამბები

საიას წევრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება

სასწავლო კურსი : „სამშენებლო–არქიტექტურული საქმიანობის რეგულირება საქართველოში და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები“. / 2016-11-14 11:29:06

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს პრაქტიკულ სასწავლო კურსზე „სამშენებლო–არქიტექტურული საქმიანობის რეგულირება საქართველოში და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები“.

კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად / 2016-11-14 15:11:54

ტენდერები

ამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 25 ნოემბერი

ქმედუუნარობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით საია-ს მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა / 2016-11-16 13:58:11

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედუუნაროდ ცნო. ქმედუუნაროდ ცნობის შემდგომ, მას შეეზღუდა უფლება, დამოუკიდებლად ესარგებლა სამოქალაქო უფლებებით. მას  დღევანდელი მდგომარეობით აღარ ესაჭიროება მხარდაჭერის გაწევა. ამიტომ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქმედუუნარობის შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლომ მისი განცხადება წარმოებაში არ მიიღო და განმარტა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდგომ, რომლითაც გაუქმდა ქმედუუნარობის ინსტიტუტი და შემოვიდა მხარდაჭერის გაწევის რეგულაციები, შეუძლებელი იყო ქმედუუნარობის პირდაპირ შეწყვეტა - პირი ცნობილი უნდა ყოფილიყო მხარდაჭერის მიმღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მხარდაჭერის შეწყვეტა.

საია და IDFI საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართავენ / 2016-11-18 16:39:03

ახალი ამბები

18 ნოემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ( გაზეთი ბათუმელების სახელით),  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების შესახებ განცხადებებით მიმართეს.  

სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულა საქართველოში / 2016-11-22 10:54:15

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას ეხმაურებიან / 2016-11-24 11:20:11

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის #221/2016 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“