სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება / 2016-12-15 14:07:50

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ მინისტრის  2016 წლის 9 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით. პრემიერ მინისტრის განმარტებით, „საბიუჯეტო სახსრების შემცირება პირველ რიგში შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შტატების ოპტიმიზაცია მაინც იქნება.“ 

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის შეჯამება / 2016-12-17 16:54:11

საიას წარმატებული საქმეები

უფლებების დარღვევის აღმოფხვრის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ოფისებში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრების მეშვეობით ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. ყოველწლიურად ამ შესაძლებლობით არაერთი პირი სარგებლობს.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო / 2016-12-21 11:41:55

საიას წარმატებული საქმეები

დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე: ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებისა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება. 

ოჯახში ძალადობის საქმეზე მოსამართლეს კანონი დაავიწყდა / 2016-12-21 22:40:18

ბლოგი

ალბათ, ეს ბლოგიც დამატებითი წყარო გახდება იმ საერთო დისკუსიისა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ირგვლივ არსებობს. მე მოგიყვებით ერთი  შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მანკიერ პრაქტიკაზე მიანიშნებს. ამ საქმეზე უკვე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, თუმცა ჩემს მიზანს არ წარმოადგენს პროცესების სოციალურ ქსელში გადმოტანა. სხდომები საჯაროა, ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება თვალი ადევნოს საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

საია-ს მორიგი წარმატებული საქმე - ზედაპირული შემოწმებისას პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად აღქმადი გარემოებებით / 2016-12-27 14:04:28

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტის, ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. ირაკლი კიკილაშვილი პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელები ამგვარ განმარტებებს არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ირაკლი კიკილაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

მეხსიერება, როგორც ვალდებულება / 2016-12-27 20:18:51

ბლოგი

ბერლინში, STASI-ს მუზეუმად ქცეულ ციხეში, ჭაღარა, ხანშიშესული 70 წლის კაცი, ჰანს იოჰენ შეიდლერი გიდად მუშაობს და ყოველ დღე მუზეუმის ვიზიტორებს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის მძიმე წარსულზე ესაუბრება. 

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა / 2016-12-28 18:17:27

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა გ.ნ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება: ხშირად დასმული კითხვები / 2017-01-09 11:01:42

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ინიციატივამ საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე საჯარო დაწესებულებებში შესაძლოა გამოიწვიოს რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების მასშტაბურად შემცირება. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, გავავრცელოთ ორგანიზაციის მიმართ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები. 

კრიტიკა ზოგჯერ უსამართლოა! / 2017-01-10 18:24:02

ბლოგი

სასამართლო ხელისუფლება ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი იმ შემთხვევაში როდესაც პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ იყენებს პატიმრობას და იმ შემთხვევაშიც როდესაც არ იყენებს პატიმრობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ასეთი კრიტიკა გაუმართლებელია, რადგან არ არის არგუმენტირებული. სამართლებრივი სახელწმიფოს მთავარი არსი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალური უზრუნველყოფის მექანიზმს.

სახელმწიფოს უმოქმედობა ფემიციდის ჩადენის მიზეზად იქცა / 2017-01-11 17:26:03

საიას წარმატებული საქმეები

საიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფემიციდის შესახებ საქმე მოიგო. სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, რადგან შესაბამისმა სტრუქტურებმა არაფერი გააკეთეს მის დასაცავად.