სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ / 2016-10-29 14:49:06

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

საია ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის ფაქტს ეხმიანება / 2016-10-29 15:52:35

ახალი ამბები

საიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ  ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის / 2016-10-30 10:27:41

ახალი ამბები

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის / 2016-10-30 14:31:35

ახალი ამბები

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის / 2016-10-30 18:39:35

ახალი ამბები

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის / 2016-10-30 21:40:25

ახალი ამბები

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასება / 2016-10-31 12:50:02

ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა.

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირები კომპენსაციას მიიღებენ / 2016-11-01 13:23:33

საიას წარმატებული საქმეები

საია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ხუთი ოჯახის ინტერესებს ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და შესაბამისად, წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს.

სასწავლო კურსი “კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაული, გამოძიება და პრაქტიკული უნარ ჩვევები” / 2016-11-04 15:41:59

ტენდერები

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევასთან- კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული - დაკავშირებულ სასწავლო კურსზე. 

საია-ს თბილისის ოფისის დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა / 2016-11-08 11:02:05

საიას წარმატებული საქმეები

საია იცავდა მ.ქ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას.