სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს / 2016-10-17 16:48:46

ახალი ამბები

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის ეფექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

საიას დახმარებით კიდევ ერთი პირის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა / 2016-10-18 15:24:26

საიას წარმატებული საქმეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა  დ.კ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

საია-2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაზრდილი დაფინანსება შესაძლო არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის / 2016-10-21 11:57:31

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (ა(ა)იპ) ეხება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შემაშფოთებლად მიაჩნია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახულ ის ინფორმაცია, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით არის ასახული.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა - მოვითხოვთ დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას / 2016-10-21 14:19:32

ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად. 

ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება საქართველოში / 2016-10-21 16:55:07

ახალი ამბები

2016 წლის 14-16 სექტემბერს პარიზში, საფრანგეთში გაიმართა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის (CAN) სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული და მიღებული იქნა საქართველოს მიერ ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მეოთრე რაუნდის მონიტორინგის ანგარიში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

განმეორებითი კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის / 2016-10-22 14:34:09

ახალი ამბები

კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. თითქმის ყველა  საარჩევნო უბანი, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნები აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. აღსანიშნავია, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შსს წარმომადგენლები. 8 ოქტომბრის გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული ზომების მიღება პრევენციული მიზნით გონივრულია. 

განმეორებითი კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის / 2016-10-22 23:49:53

ახალი ამბები

დასრულდა უბნებზე ხმის მიცემის პროცესი. მიმდინარეობს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი. ამ დროისათვის მარნეულის #48-ე, ზუგდიდის #38-ე, #108-ე და #79-ე უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი აქვს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით მობილიზებას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე წარმოდგენილია პოლიციაც. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დაელოდონ ხმების დათვლას და შედეგების შეჯამებას მშვიდ ვითარებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებთან დაკავშირებით / 2016-10-24 15:02:01

ახალი ამბები

უკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, კერძოდ, მშენებლობებსა და ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სამი დასაქმებულის დაღუპვის ფაქტი[1], რაც ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, ცხადად აყენებს დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას.

 


[1] 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, თემურ კაკაურიძე დაიღუპა; წყარო: http://liberali.ge/news/view/25231/meshakhteebma-7-oqtombers-shakhtashi-gardatsvlili-tanamshromeli-ipoves; 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული გარდაიცვალა ; წყარო: http://netgazeti.ge/news/149160/

განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით / 2016-10-29 13:06:23

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო 

საიას მიმართვა საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების მიმართ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ / 2016-10-29 13:57:40

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს დაკვირვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.