სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესში
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესში
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი. კონკურსის მიმდინარეობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მიუხედავად დღემდე განხორციელებული რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმისა მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა არ გაუმჯობესებულა და კვლავაც მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.
ვეხმიანებით კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წლის 23 იანვარს ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სტილისტის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც გამოიხატება მათთვის პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით
ქუთაისსა და ზუგდიდში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა. საიას და “სიდას” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ichange.gov.ge-ის ფუნქციები და ამ პლატფორმით სარგებლობის წესები გააცნეს.
2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე შორენა გუნცაძე) დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტის
კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებას (საოქმო ჩანაწერს) საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს.
საიას წევრთა საყურადღებოდ!