სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს იურისტებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან” / 2012-03-29 08:28:19

ახალი ამბები

საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  იწვევს იურისტებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”.

სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.

სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.

სემინარს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.

სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.

სემინარის თემატიკა:

1) არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება

გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება

გამოძიების ჩატარების მიზანი

გამოძიების დაწყების საფუძველი

არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები

ტრენინგი თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით / 2012-04-04 13:01:49

ახალი ამბები

საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2012 წლის 24-26 აპრილს, თბილისში, ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით.

ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში.

ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

ტრენინგის ჩატარების ადგილია – საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვის ქუჩა)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა” / 2012-05-10 12:05:11

ახალი ამბები

 

ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ქ. ბათუმში  2012 წლის 26-27 მაისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს  18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს.

ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე / 2012-05-14 12:19:23

ახალი ამბები

 

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის)  ბაკალავრიატის მე-3, მე-4  ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები)

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:

1. განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს;

2. ავტობიოგრაფია (cv);

3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

4. სამოტივაციო წერილი   (კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, თუ  რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება);

 

ტრენინგი / 2012-05-30 11:15:37

ახალი ამბები

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა”

ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ლოპოტას ტბაზე 2012 წლის 15-17 ივნისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს – 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს.

ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრენინგზე ჟურნალისტებს იწვევს / 2012-07-09 08:51:50

ახალი ამბები

“საქართველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები”

ტრენინგი ორდღიანი და ჩატარდება ბაზალეთის ტბაზე დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩატარდება 2 იდენტური ტრენინგი.

- პირველი ტრენინგის ჩატარების თარიღია -  2012 წლის 21-22 ივლისი

- მეორე ტრენინგის ჩატარების თარიღია – 2012 წლის 28-29 ივლისი

ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ადვოკატებს სემინარზე / 2012-07-10 07:37:51

ახალი ამბები

“არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  იწვევს ადვოკატებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”.

სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისათვის.

სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.

სემინარს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.

სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.

სასემინარო კურსი აკრედიტაციაზე წარდგენილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში სემინარში მონაწილე ადვოკატს  მიენიჭება 3 კრედიტი.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 17 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე / 2012-09-11 13:14:42

ახალი ამბები

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით:

კურსი “შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)

სისხლის სამართალი

სამოქალაქო სამართალი

საერთაშორისო სამართალი

კონსტიტუციური სამართალი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში / 2012-09-11 13:20:29

ახალი ამბები

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 17  სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

„დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია“ / 2012-09-20 15:05:45

ახალი ამბები

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადება კონკურსს  პროგრამაზე

„დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო  პროგრამის სტიპენდია“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კონკურსს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Managment Institute).

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს პროექტს - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გაძლიერების პროგრამა“ (JILEP) – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან ინიციატივას.