სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანალიტიკოსი სისხლის სამართლის მიმართულებით

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლისა და პენიტენციური თემატიკის მიმართულებით ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

- სისხლის სამართლისა და პენიტენციური სამართლის მიმართულებით მუშაობა და ამ სფეროში საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების ინდენტიფიცირება;   

- სისხლის სამართლისა და პენიტენციური სამართლის მიმართულებით კვლევების წარმოება, ანგარიშებისა და ბლოგების წერა, რეკომენდაციების შემუშავება;

- საიას იურიდიული დახმარების ცენტრების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება;

- სისხლის სამართლის პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა, საერთაშორისო აქტებსა და რეკომენდაციების ტექსტებზე მუშაობა;

- საიას სახელით მონაწილოების მიღება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებში, მრგვალ მაგიდებსა და  დისკუსიებში მონაწილეობა; 

- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;  

- საიას სახელით  ტელე-რადიო გადაცემებში მონაწილეობა;

- სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

- ნებისმიერი აქტივობის დროს საიას შესაბამისი ერთიანი პოლიტიკის (ფინანსური რეგულაციები, საორგანიზაციო მოთხოვნები, მედიასთან ურთიერთობა და ა.შ.) დაცვა; 

- ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის და  პროექტის  კოორდინტორის სხვა დავალებების შესრულება. 

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);    

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; 

- სისხლის ან/და პენიტენციური სამართლის თემატიკაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:  sarajishvili@gyla.ge

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- ავტობიოგრაფია (CV); 

- ორი წერილობითი რეკომენდაცია კონკურსანტის უშუალოდ აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის შესახებ;

- სამოტივაციო წერილი;

- კონკურსანტის მიერ შესრულებული კვლევების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 14 სექტემბერი.  

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს. კონკურსის პერიოდში შესაძლებელია კანდიდატებს მოეთხოვოთ წერითი დაველებების შესრულებაც. 

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  ანალიტიკოსის გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. 

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე. 

საკონტაქტო პირი: თამარ სარაჯიშვილი - (+995) 577 07 05 15.