სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების კონკურსი

უკან

კონკურსი საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მიღების შესახებ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

კონკურსში  მონაწილე  პირმა ელექტრონულ  მეილზე - trainee@gyla.ge უნდა  გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);

 - იურისტის  დიპლომი ან შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანერებული).

გთხოვთ, მეილის "subjec" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

 

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა 5-მდე, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 20-მდე პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2016 წლის მაისიდან.

 

თანაშემწეებს/სტაჟიორებს ევალებათ:

- იურიდიული დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან  შემოსული  კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში  დაფიქსირება;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  დახმარება;

 - საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;

 - ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება;

 - იურიდიული  დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.

 

კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

 

საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე იწარმოებს 2016 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები  არ  მიიღება.

 

კონკურსი  ჩატარდება  ორ  ეტაპად:

- კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული  იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;

- კონკურსის მეორე  ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  

 

როგორც წერითი, ასევე გასაუბრების ეტაპის შესახებ (თარიღი, დრო,  დაბარებული პირების ვინაობა)  დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ გვერდზე, გამოცდის თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15

ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01

 

შენიშვნა: ჩამოტვირთეთ მხოლოდ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა! არ შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია

ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა