საია აცხადებს კონკურსს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში საარჩევნო ანალიტიკოსებისა და მონიტორების პოზიციაზე.
საიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსები და მონიტორები იმუშავებენ საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში სხვა პროგრამებთან მჭიდრო კოორდინაციით.
1. პოზიციის დასახელება - საარჩევნო ანალიტიკოსი (2 ვაკანსია)
საარჩევნო ანალიტიკოსის ვალდებულებებში შედის საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაანალიზება, განცხადებების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების, კვლევებისა და ანგარიშების მომზადება.
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 თვე
- ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქციები:
- საარჩევნო საკითხების კვლევა და ანალიზი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, - ორგანიზაციის საარჩევნო მისიაში აქტიური ჩართულობა;
- პროექტის ფარგლებში შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
- გრძელვადიან და მოკლევადიან მონიტორებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;
- სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება;
- მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- მიუკერძოებლობისა და პარტიულობის შენარჩუნება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები);
- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, power point);
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- სარეკომენდაციო წერილი;
- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და ინგლისურ ენაზე);
2. პოზიციის დასახელება - საარჩევნო მონიტორი (5 ვაკანსია)
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო სპეციფიკა: თანამდებობა გულისხმობს დისტანციურ, საველე სამუშაოს
- სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი ან თბილისი
- ანაზღაურება: 320 დოლარის ეკვივალენტი ლარში (Gross)
- სამუშაო პერიოდი: 8 თვე
საარჩევნო მონიტორი ვალდებულია მტკიცედ შეინარჩუნოს პარტიული მიუკერძოებლობა მონიტორინგისას და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში. ასევე დაიცვას მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ძირითადი ფუნქციები:
- განახორციელოს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი საიას მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რაც უმთავრესად გულისხმობს ისეთი ფაქტების იდენტიფიცირებას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, ან/და უკვე იდენტიფიცირებული ფაქტების გადამოწმებას. მჭიდრო კავშირი ჰქონდეს სხვადასხვა დაუცველ ჯგუფებთან, დააკვირდეს და ანგარიშებში ასახოს საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მათთან კომუნიკაციის სტრატეგიები;
- მოპოვებული ინფორმაცია ასახოს საიას საარჩევნო ანალიტიკურ ბაზაში და განაახლოს პერიოდულად;
- პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს; მონაწილეობა მიიღოს სხვა სუბიექტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;
- მოამზადოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის მოამზადოს ყოველკვირეული ანგარიშები პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობების შესახებ;
- საიას მეთოდოლოგიის შესაბამისად, აწარმოოს მედია მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან ჟურნალისტიკის მიმართულებით.
- ინტერესი საარჩევნო და პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
- სასურველია საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, power point);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სარეკომენდაციო წერილი.
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge.
Subject ველში ჩამოთვლილთაგან მიუთითეთ ის პოზიცია, რომელზეც გსურთ დასაქმება - ("საარჩევნო ანალიტიკოსი", "მონიტორი - ზუგდიდი", "მონიტორი - ბათუმი", მონიტორი - თელავი", მონიტორი - თბილისი")
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 15 მარტი 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: ნანუკა ყრუაშვილი, nkruashvili@gyla.ge.