სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი აუდიტორული მომსახურებისა და ორგანიზაციის საკუთრებასა და იჯარით სარგებლობაში არსებულ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე მომსახურების შესაძენად

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურებისა და ორგანიზაციის საკუთრებასა და იჯარით სარგებლობაში არსებულ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე მომსახურების  შესაძენად. 

 

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

 

მომსახურება უნდა მოიცავდეს: 

- 2 400 000 ლარამდე ოდენობით დაფინანსების ფარგლებში საიას 2015 წლის ორგანიზაციული ფინანსური აუდიტის მომზადებას და არსებობის შემთხვევაში რეკომენდაციების წარმოდგენას ხარვეზების გამოსწორების მიზნით და საიას მენეჯმენტის მიმართ შესაბამისი წერილის მომზადებას;

- ორგანიზაციის საკუთრებასა და იჯარით სარგებლობაში არსებულ ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციი ჩატარებას, კერძოდ: საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული ძირითადი საშუალებების ნაშთის შესახებ სპეციალური ოქმების მომზადებას; მასში მითითებული უნდა იყოს საშუალების სრული დასახელება (მახასიათებლები), საინვენტარო ნომერი და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლები, ერთეული რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური თანხები. ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შედარებითი მონაცემების ამსახველი ოქმების მომზადება. ძირითადი საშუალებების აქტივების ინვენტარიზაცია საჭიროების შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პირმა უნდა განახორციელოს ფიზიკური დათვალიერების გზით ან/და ისარგებელოს ორგანიზაციის ოფის- მენეჯერთან და ბუღალტერიაში დაცული ინფორმაციით;

- ინვენტარიზაციის საფუძველზე აღურიცხავი საშუალებების გამოვლენის შემთხვევაში, საიას ოფისის მენეჯერის დახმარებით დაადგინოს როდის ან ვისგან იქნა მიღებული აღურიცხავი საშუალებები,  რა პერიოდში და როგორ არის ასახული ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ამ ობიექტზე გაწეული დანახარჯები. მოკვლევის შედეგებზე ინფორმაცია უნდა აისახოს ინვენტარიზაციის აქტში და კონკურსში მონაწელემ საიას შიდა პროცედურების შესაბამისად უნდა მოამზადოს აქტივების მარკირების ნიშნები;

- შეამოწმოს იჯარით აღებული ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით, აქტივების შენახვისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, გააკეთოს შესაბამის მითითება ინვენტარიზაციის აქტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მიღება ან გაფორმება. იჯარით აღებული საშუალებების აღწერა უზრუნველყოს ცალკე, იჯარის ცალკეული გამცემის მიხედვით, დასახელებისა და იჯარის ვადის აღნიშვნით;

- ნარჩენი ღირებულების მქონე, გამოსაყენებლად უვარგისი საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარება აღდგენას, ან სრულად ამორტიზირებული ძირითადი საშუალებები საერთო საინვენტარიზაციო აღწერილობებში არ შეიტანება. ამ ობიექტებზე კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეადგინოს ცალკე აღწერა, რომელშიც მიეთითება ძირითადი საშუალებების შეძენის წელი და გამოყენებისთვის უვარგისად ქცევის მიზეზები (გაფუჭება, სრული ამორტიზება და ა.შ.);

- საინვენტარიზაციო ოქმებთან ერთად უნდა მომზადდეს ძირითადი საშუალებების სპეციალური საინვენტარიზაციო ჟურნალი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს კონკურსის შედეგად შერჩეული პირისათვის ინვენტარიზაციის პროცესში საჭირო ყველა სახის არსებული ინფორმაციის მიწოდებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნევლყოფილი იქნება საიას რეგიონულ ოფისებში (8 რეგიონული ოფისი) მგზავრობა ადგილზე ძირითადი საშუალებების დათვალიერების მიზნით და აღნიშნული ხარჯი გაიღება მთლიანად ორგანიზაციის მიერ.        

 

დაინტერესებულ კომპანიებს შემოთავაზებების გაკეთება შეუძლიათ როგორც ზემოაღნიშნულ აუდიტორული ან ინვენტარიზაციის მომსახურების თაობაზე ერთობლივად ან ცალ-ცალკე.   

 

წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 1.  ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

 2. არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

 1. მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;

 2. მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება;

 3. ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;

 4. შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;

 5. რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.

 

ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია.

დოკუმენტები მიიღება  2016 წლის 5 მაისამდე.  ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:  gyla@gyla.ge, გთხოვთ საგანში მიუთითოთ:  ტენდერი