სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის ასისტენტი

უკან

საია აცხადებს კონკურსს პროექტის საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო  გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის ასისტენტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

- პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით დაგეგმოს პროექტის აქტივობები;

- პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, აქციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება USAID -ის რეგულაციების გათვალისწინებით;

- ორკვირიანი საინფორმაციო ბიულეტენისთვის ინფორმაციის დამუშავება;

- რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, საიას სადამკვირვებლო ლიგის წევრებთან და პროექტის მონიტორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;

- სხვადასხვა ანგარიშების, განცხადებების მომზადება;

- პროექტის ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი  იურიდიული განათლება;

- საარჩევნო სამართლის ცოდნა;

- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

- ინოვაციურობა;

- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება;

- გუნდურობა;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერით დონეზე;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

უნარ-ჩვევები:

- ანალიტიკური აზროვნების უნარი

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი

- მაღალი შრომის დისციპლინა

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  600 დან - 1250 ლარამდე (დარიცხული) ოდენობით კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  26 ივნისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge