სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ბიბლიოთეკარი/ოფისის მენეჯერი

უკან

საიას  ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

- საიას აჭარის ფილიალში ბიბლიოთეკის მომსახურება, როგორც ადგილზე ასევე ელექტრონულ ფორმატში;

- საიაში სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;

- ზედამხედველობა მძღოლის და დამლაგებლების საქმიანობაზე; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

- ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის პროცედურების წარმართვა;

- შესყიდვების ხელშეკრულების მომზადება და კონტროლი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე; შესაბამისი რეესტრის წარმოება;

- ოფისების კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და  მათ მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის განხორციელება.

- ფილიალის თანაშემწეების დოკუმეტების მიღება და აღრიცხვა;

- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა;

- რეკომენდაციების, ცნობების, წერილების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;

- საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Outlook; 

- ანალოგიურ საქმიანობის განხორიელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

-  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- ორგანიზებულობა;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

  

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  500 დან - 750 ლარამდე (დარიცხული) ოდენობით კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აგვისტო

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494