სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორები

უკან

საია აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორის პოზიციაზე ბათუმში, გორსა და თელავში.

 

ძირითადი ფუნქციები:

- დაესწროს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებს ბათუმის საქალაქო და თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში;

- სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული მონაცემები ასახოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

- პირადად, კეთილსინდისიერად,  ჯეროვნად და სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები;

- შეასრულოს დამსაქმებლის მიერ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით მისთვის მიცემული მართლზომიერი, კონკრეტული და შესრულებადი მითითებები და დავალებები, აგრეთვე მისთვის დროებით დაკისრებული სხვა სამუშაო;

- პერიოდულად მოამზადოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ;

- მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე შეარულოს სხვა მოვალეობები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება ან სწავლების ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი;

- სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დოკუმენტების ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე.

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 აგვისტო

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494.