საია აცხადებს კონკურსს ფონდების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 25 ოქტომბერი
ძირითადი ფუნქციები:
- მოიძიოს პოტენციური დონორი ორგანიზაციები და მოამზადოს ახალი საგრანტო განაცხადები;
- იქონიოს მუდმივი კომუნიკაცია საიაში პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებთან საიას საქმიანობაზე მუდმივი ინფორმირებისა და სამომავლო საგრანტო განაცხადების მომზადების მიზნით;
- გაეცნოს საიასა და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებს, რათა მოახდინოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება შემდგომში საგრანტო განაცხადების მომზადებისათვის;
- ფინანსურ დირექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში;
- საიას მიზნებიდან გამომდინარე შეასრულოს სხვა საქმიანობა ხელმძღვანელი პირების დავალებით, რომელიც უკავშირდება ორგანიზაციის მდგრად განვითარებას.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- სასურველია უმაღლესი განათლება სამართლის, ადამიანის უფლებების ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
- კანდიდატს სასურველია გავლილი ქონდეს ტრენინგები ან/და სასერთიფიკატო კურსები პროექტების წერის მიმართულებით;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ბიუჯეტირების და პროექტების წერის უნარი;
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად 1200-1500 ლარის ფარგლებში.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ოქტომბერი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge