საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს საწვავი - პრემიუმის შესაძენად (ოქტანობა არანაკლებ 95).
საია გეგმავს შეიძინოს საწვავი - პრემიუმი, საორიენტაციო ჯამური შესყიდვის ოდენობა შეადგენს 36 000 ლიტრს.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ კომპანიას, რომელიც საქართველოს შემდეგ ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი ფლობს ავტოგასამართ სადგურებს, რომელთაგანაც მიმწოდებელი 2016 წლის განმავლობაში პერიოდულად განახორციელებს საწვავის მიწოდებას (საბარათე ან ტალონების ფორმით) საიასათვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პრემიუმის შესახებ მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. წარმოდგენილი ხარისხის სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ”EN 228” სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
კომპანიის მიერ უნდა იქნას წარმოდგენილი ასევე ავტოგასამართი სადგურებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ (მისამართების მითითებით) ინფორმაცია.
ტენდერში კომპანიის შერჩევისას გაითვალისწინება შემოთავაზებული საწვავის - პრემიუმი (ოქტანობა არანაკლებ 95), ერთეულის დაბალი ფასი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) სპეციფიურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასსა ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველ სამ თვეში ერთხელ წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მისაწოდებელი საწვავის ერთეულის ფასი, რომელიც საწვავის საბაზრო ფასთან შედარებით 5 დან 10 თეთრამდე უფრო დაბალი ერთეულის ფასი უნდა იყოს, აღნიშნული ფასის მიხედვით მოხდება სამ თვეში ერთხელ საწვავის შეძენა საიას მიერ ტალონების ან საბარათე სისტემის მეშვეობით.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიამ ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემოთავაზება და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: chickhladze@gyla.ge არაუგვიანეს 2016 წლის 30 იანვრისა, საგანში გთხოვთ მოუთითოთ „საწვავი“