სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

უკან

საია ზუგდიდის ოფისში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;

- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და  შესაბამისი რეაგირება;

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

- საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების  შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;

- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;

- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება.

- სამოქალაქო/ადმინისტრაციული  სამართლის ცოდნა;

- ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი

- მაღალი შრომის დისციპლინა

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

2. გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

3. ტესტირება - მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  31 იანვარი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge