სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იურისტის თანაშემწე

უკან

საია აცხადებს კონკურსს იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

 

საია ახორციელებს პროექტს „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალებისთვის მართლმსაჯულების გაზრდის ხელშეწყობა.“ პროექტის მიზანია გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა მოწყვლადი ჯგუფებისთვის (კომერციული სექს-მუშაკები და წამალდამოკიდებული ქალები), სამართლებრივი საშუალებებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მეშვეობით.

პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

სამუშაო გრაფიკი: არასრული  
 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2017 წლის 8 თებერვალი

 

ძირითადი ფუნქციები:

- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

- პროექტის იურისტის დახმარება სამართლებრივი კონსულტაციების გაცემის, ასევე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების პროცესში.

- კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი დახმარების მიწოდების მიზნით;

- პროექტის ხელმძღვანელის და იურისტის დახმარება პროექტის ფარგლებში ანგარიშებისა და კვლევების მომზადების პროცესში;

- პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და უმცირესობები);

- სასურველია ადვოკატის მოწმობა (სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით);

-  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი

- მაღალი შრომის დისციპლინა

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

ეტაპები:

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება შეადგენს 250 $ (დოლარის) ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  8 თებერვალი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge