სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტი

უკან

საია აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

 

პოზიციის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტი

 

ძირითადი ვალდებულებებია:

- წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის განხორციელება;

- ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის მომზადებაში მონაწილეობა;

- სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობის მიღება;

- პოდკასტების ჩაწერა/დამუშავება;

- ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება;

- სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა;

- გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. 

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი  განათლება PR-ის ან მარკეტინგის სპეციალობით;

- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის  ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  500 დან - 700 ლარამდე (დარიცხული), კონკურსანტის განათლების, პროფესიული გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

 

წარმოსადგენი დკუმენტები:

  1. სამოტივაციო წერილი;
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  3. ავტობიოგრაფია (CV);

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  anitabidze@gyla.ge

საბუთების  არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  2 ივლისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494.